|
2019-08-14 12:12:35, 1021 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში საქართველოში 13%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე 2018 წლის II კვარტალში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მეორე კვარტალში ანუ აპრილი, მაისისა და ივნისის თვეებში უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 2,2 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურები შემოვიდა, რაც 13,4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. მათივე ცნობით, საერთაშორისო ვიზიტორების 66,2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 27,9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5,9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. საქსტატის თანახმად, ვიზიტორების უმრავლესობა, 46,2 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40 პროცენტს შეადგენდა. 2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 46,6 პროცენტი, დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ვიზიტების 70 პროცენტს განმეორებითი ხასიათი ჰქონდა. ასევე გაზრდილია ვიზიტორის მიერ გაწეული ხარჯი. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2,4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 24,6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის II კვარტალთან შედარებით 10,3 პროცენტით გაიზარდა და 1 261,6 ლარი შეადგინა.
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)