20:46 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-10 17:09:26, 1800 ნახვა

კომენტარი
ნიკა გვარამია: პროკურატურა 80 000-ლარიან გირაოს ითხოვს

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 80 000-ლარიან გირაოს ითხოვს.

ამის შესახებ გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა ჩემი აღკვეთის ღონისძიების პროცესი, დღეს, 8 საათზე.

პროკურატურის მოთხოვნა - 80.000 ლარი გირაო“, - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ დღეს ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. პროცესი 20:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ცნობილია, გამოძიება ნიკა გვარამიას სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics