20:45 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 16:21:40, 1846 ნახვა

კომენტარი
მათიკაშვილი: არავინ უნდა იყოს ინდულგირებული იმით, რომ წარმოადგენდა ტელევიზიის ხელმძღვანელს

არავინ ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს ინდულგირებული იმით, რომ თუნდაც ის წარმოადგენდა ტელევიზიის ხელმძღვანელს ცოტა ხნის წინ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პროკურატურის მიერ „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგინების გადაწყვეტილებას.

მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ცალკეული მოქალაქეების თუ პოლიტიკოსების მიმართ გამოძიების კითხვების პოლიტიკასთან დაკავშირება ერთგვარ ტრენდად იქცა.

„ჩვენს ქვეყანაში შექმნილია ერთგვარი ტრენდი, რომ აუცილებლად პოლიტიკასთან უნდა დააკავშირონ ცალკეულ მოქალაქეებთან, ყოფილ პოლიტიკოსებთან, მაღალჩინოსნებთან, ტელევიზიის ხელმძღვანელებთან, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვეულებრივად რიგით მოქალაქეებთან არსებული კითხვები, რომელიც გამოძიებას გააჩნია. არავინ ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს ინდულგირებული იმით, რომ თუნდაც ის წარმოადგენდა ტელევიზიის ხელმძღვანელს ცოტა ხნის წინ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველამ პასუხი უნდა გასცეს გამოძიების კითხვებს, არ არის ნიკა გვარამია გამონაკლისი. ჩვენი, პარლამენტის ვალი არის გამოძიებაზე დაკვირვება, რომ გამოძიება ჩატარდეს გამჭვირვალედ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ტელეკომპანიის თანხების მითვისებისა და ქონების გადამალვის ფაქტზე, ბრალი წარედგინება. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით  ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო  6 763 510  ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics