|
2019-08-08 14:25:43, 1595 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის ე.წ. საგარეო - მადლობას ვუხდით რუსეთს, ვისი წყალობითაც აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დღეს უსაფრთხოდაა
„2008 წლის 8 აგვისტოს კიდევ ერთხელ აჩვენა ქართული პოლიტიკის ნამდვილი სახე, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას ისახავს მიზნად“, - ამის შესახებ განცხადება აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ გაავრცელა. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამინისტრო ე.წ. „სამხრეთ ოსეთისა“ და „აფხაზეთის რესპუბლიკის“ უსაფრთხოებისთვის რუსეთის ფედერაციას მადლობას უხდის. „2008 წლის 8 აგვისტოს კიდევ ერთხელ აჩვენა ქართული პოლიტიკის ნამდვილი სახე, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას ისახავს მიზნად. აფხაზი ხალხი, რომელმაც 1992-1993 წლებში ომის ყველა სიმძიმე, ნათესავებისა და ახლობელბის დაკარგვის ჩათვლით, გამოსცადა, ღრმა მწუხარებას გამოხატავს სამხრეთ ოსეთის მოძმე ხალხთან ერთად აგრესიის ამ არაადამიანური აქტის მსხვერპლთა გამო. მადლობას ვუხდით რუსეთის ფედერაციას, რომლის ძალისხმევის შედეგად დღეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და აფხაზეთის რესპუბლიკა ცხოვრობენ უსაფრთხო გარემოში და დინამიურად ავითარებენ საკუთარ სახელმწიფოებს“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)