|
2019-08-08 12:14:28, 910 ნახვა
საზოგადოება
#მადლობასაქართველოსთვის - კომპანია „აიგრუპის“ გზავნილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს
ქართული ინდუსტრიული კომპანია „აიგრუპი“ 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმიანება და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „აიგრუპის“ ინიციატივით, აგვისტოს ომში და ასევე, სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მეუღლეებსა და მათ არასრულწლოვან შვილებს საჩუქრად საქართველოს მთის კურორტის, კერძოდ კი, ბაკურიანის ერთკვირიანი საგზური გადაეცემათ. „უკვე 11 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ჩვენ გვინდა, გამოვხატოთ დაღუპული გმირების მიმართ პატივისცემა და გვერდში დავუდგეთ მათ ოჯახებსა და შვილებს. ადამიანებს, რომლებსაც ისინი ყველაზე მეტად უფრთხილდებოდნენ და იცავდნენ. ქართველი ჯარისკაცების გმირობა თითოეული ჩვენგანისთვის ისეთივე ძვირფასი და საამაყოა, როგორც მათი ოჯახებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომში და ასევე, სამხედრო მისიებში დაღუპული გმირების ოჯახებს, რომელთაც ამ დროისთვის ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, ბაკურიანის ერთ კვირიან საგზურებს გადავცემთ საჩუქრად. ამ პროექტის განხორციელებით, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თავდადებისთვის ჩვენს გმირებს და მათ ოჯახებს,“- აცხადებს კომპანია „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კახა გულედანი. პროექტი აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში სამხედრო და ძალოვანი უწყებების დაღუპული თანამშრომლების 85 ოჯახს მოიცავს. პროგრამის განხორციელების პერიოდი აგვისტოს მეორე ნახევარი და სექტემბერია. კომპანია „აიგრუპი“ უზურნველყოფს, როგორც სასტუმროს, ასევე სამჯერადი კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯს. „აიგრუპი“ აღნიშნული აქციით ასევე ეხმიანება პროგრამას „დაისვენე საქართველოში“, რომელიც თავის მხრივ, იმ კურორტების თანადგომას გულისხმობს, სადაც წელს ყველაზე მეტად იგრძნეს ტურისტების ნაკლებობა. ბაკურიანი საქართველოს ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი ზაფხულის და ზამთრის კურორტია, სადაც ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები ძირითადად, ბავშვებთან ერთად ისვენებენ. „აიგრუპი” პირველი ქართული ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში, რომელიც გლობალურად უდგება 21 საუკუნის გამოწვევებს. ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის წარმოება ის მიმართულებაა, რომელიც „აიგრუპის“ და მისი შვილობილი კომპანიების მამოძრავებელი ძალაა. „აიგრუპის“ ქვეშ გაერთიანებული კომპანიები: „აიქარი“, „აიფაუერი“, „აიენერჯი“ და „აიფროდაქშენი“ სთავაზობს ამ ქვეყნის მოქალაქეებს ელექტრომობილების გაქირავების სერვისს, ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურის შექმნას, მზის პანელების საშუალებით ელექტროენერგიის მოპოვებას და რეალიზაციას და ქ. ქუთაისში ელექტრომობილების წარმობას.
(R)
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)