09:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 15:14:44, 1458 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსა და შშმ სტატუსის ვეტერანებს 3000-3000 ლარს გადასცემს

აგვისტოს ომის თერთმეტი წლისთავთან დაკავშირებით ომში დაღუპული 19 ჯარისკაცის ოჯახს 3000-3000 ლარი გადაეცემა. თანხას ასევე მიიღებს ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამი ვეტერანი ჯარისკაცი და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახი. 

აჭარის მთავრობის ინიციატივით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, ტრავმის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების” პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. მანამდე ფინანსური დახმარება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცემოდა. 

თანხას სულ 25 ოჯახი მიიღებს, ჯამში 75 000 ლარი გაიცემა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას ასევე უწევს 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს. დედის დღესთან დაკავშირებით 23 ბენეფიციარზე 23 000 ლარი გაიცა, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics