|
2019-08-07 11:09:32, 743 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდები სტაჟირების კურსის გავლის შემდეგ სამინისტროში დასაქმდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც სტაჟირების კურსის გავლის შემდეგ სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტში დასაქმდნენ. ლევან დავითაშვილმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ეძლევა დაგროვილი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს და საუკეთესო გამოცდილება მიიღოს. „სამინისტრო პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებაა. თქვენ იცით, რომ გარემოსდაცვითი მიმართულებით ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ. სამინიტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტს განსაკუთრებული როლი აქვს იმ სტანდარტებისა და მიდგომების ჩამოყალიბებაში, რომელზეც ვმუშაობთ. თქვენი ახალგაზრდული შემართება ჩვენთვის არის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი, ხოლო ჩვენი უწყება არის ადგილი, სადაც თქვენ სულ სხვა მასშტაბით, სხვა ჭრილში დაინახავთ არსებულ გამოწვევებს, ასევე სხვა მასშტაბით გაიაზრებთ და საკუთარი შესაძლებლობებით ჩაერთვებით საქმიანობაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობს. სამინისტროში მუდმივად ხდება ახალგაზრდა კადრების დასაქმება. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტმა, სალომე გოგილაშვილმა აღნიშნა, რომ, გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, როგორც რიგითი მოქალაქისა და გარემოსდაცვითი მენეჯერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტ დროს, ზუსტ ადგილას მოხვდეს. გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტში მუშაობა კი, მას მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ბერაძე ესწრებოდა.
(NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)