08:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 16:12:48, 1737 ნახვა

ეკონომიკა
სოლომონ პავლიაშვილი „TOYOTA CAUCASUS“ პრეზიდენტს და „TOYOTA TSUSHO CORPORATION“ წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კომპანია „TOYOTA CAUCASUS“  პრეზიდენტს მიცურუ კონიშის და „TOYOTA  TSUSHO CORPORATION“  წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა ქვეყნისთვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ნარჩენების მდგრადი მართვის პრიორიტეტულობის საკითზე გაამახვილა.

„საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრულია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა სპეციფიკური ნარჩენებისთვის, რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან უნდა შევიდეს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკის დანერგვის პროცესში თქვენი ჩართულობა და გამოცდილების გაზიარება. ვფიქრობ, თანამშრომლობა ორმხრივად საინტერესო და შედეგიანი იქნება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებიც განიხილეს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ერთ-ერთი სტაბილური და საიმედო ქვეყანაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას  სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics