08:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 10:28:50, 1487 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ექსპორტი 4%-ით, ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი, 6%-ით გაიზარდა

2019 წლის 7 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში  47,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 114,2 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 6%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 60% (388038 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 39% (69662), ჩინეთი - 21% (4249687) და პოლონეთი - 19% (2250994). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 143% (63948), ლიეტუვა - 41% (372918), მონღოლეთი - 35% (172392), ბელარუსი - 19% (1008888), ისრაელი - 51% (165671), გერმანია - 12% (344735), ესტონეთი - 9% (357866), რუსეთი - 2%, (29132711), მოლდოვა - 4386% (317582), ნიდერლანდები - 42% (43260), ჩეხეთი 42% - (43260), შვედეთი - 1734% (39954), ბულგარეთი - 25% (19986) და ა.შ.

ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი (29132711), უკრაინა (4893304), ჩინეთი (4249687), პოლონეთი (2250994), ყაზახეთი (1902618), ბელარუსი (1008888), ლატვია (841236), აშშ (388038), ლიეტუვა (372918) და ესტონეთი (357866).

7 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 243-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 46%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 31,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 57%). მსოფლიოს 24  ქვეყანაში ექსპორტირებულია 306,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 40% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 810,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 27%).

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics