03:23 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-04 11:44:49, 2683 ნახვა

მსოფლიო
ულტრანაციონალისტმა ტეხასში 20 ადამიანი ჩაცხრილა

ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა. სავაჭრო ცენტრ „ვალმარტში“ 21 წლის პატრიკ კრუსიუსმა უმისამართო ცეცხლი ახსნა. 

პოლიციელების ინფორმაციით, სროლა Wallmart-ის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, რომელიც Cielo Vista Mall-ის მახლობლად მდებარეობს. შემთხვევის ადგილი მექსიკის სახელმწიფო საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.

ელ-პასოს პოლიციის უფროსის, გრეგ ალენმა განაცხადა, რომ გამოძიება სიძულვის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულად განიხილება.

„ტვიტერის“ გვერდზე კრუსიუსი მხარდაჭერას უცხადებს პირს, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში ახალ ზელანდიაში ორი მეჩეთის მრევლი დაცხრილა. ამას გარდა, კრუსიუსი აცხადებს, რომ თავისი ქმედებებით თავისი ქვეყნის დაცვას ცდილობს „უცხოური შემოტევისგან“, რომლის გამოც აშშ-ს კულტურა და ეკონომიკა ზარალდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics