01:09 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 18:56:03, 1633 ნახვა

კომენტარი
კეპულაძე: თუ სავალუტო შემოდინებები არ გამოსწორდა, 40 მილიონი დოლარის გაყიდვას დროებითი ეფექტი ექნება

არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარის გატანის ფაქტს ეხმაურება. 

კეპულაძე იმედს გამოთქვამს, რომ სებ-ის მიერ განხორციელებული ინტერვენცია ლართან დაკავშირებით არსებულ ვითარებას "ცოტათი მაინც" გამოასწორებს. 

"იმედი დავიტოვოთ, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენცია შედეგიანი იქნება, ცოტათი მაინც დაამშვიდებს ბაზარს და გამოასწორებს მოლოდინებს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ინტერვენციები ლარს ვერ გაამყარებს. თუ სავალუტო შემოდინებები არ გამოსწორდა, 40 მილიონი დოლარის გაყიდვას დროებითი ეფექტი ექნება", - წერს კეპულაძე. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა. სებ-ის ცნობით, აუქციონზე 32 800 000 გაიყიდა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics