|
2019-07-25 11:56:05, 1515 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არანაირი სამართლებრივი თემა და საკითხი არ ჩნდება
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არანაირი სამართლებრივი თემა და საკითხი არ ჩნდება“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ოხანაშვილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფრიძესთან დაკავშირებულ თემას გამოეხმაურა. „მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებული საქმე ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ანაკლიის პორტისგან და ფაქტი არის რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არანაირი სამართლებრივი თემა და საკითხი არ ჩნდება. ეს არის ცალკე პროექტი, სადაც სახელმწიფოს ინტერესია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტიონიორთან თანამშრომლობით და ზოგადად, ეს პროექტი განხორციელდეს და შედგეს, ვინაიდან ეს არის სტრატეგიული პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)