|
2015-07-06 16:46:08, 1007 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობამ შპს „მექანიზატორის“ პრივატიზებასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო
მთავრობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთი-ერთი უმსხვილესი საწარმოს შპს „მექანიზატორის“ პრივატიზებას გეგმავს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო საწარმოს გასხვისების ფორმასთან და მეთოდთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. მისი თქმით, შპს „მექანიზატორს“ გასხვისების შემდეგ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულება დარჩება. „ჩვენ ამ ეტაპზე ვიკვლევთ შესაძლო ვარიანტებს, დაკონტრაქტებული გვყავს ერთ-ერთი დონორი ორგანიზაციის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც არკვევს გასხვისების ყველაზე ეფექტურ მეთოდებს, ზოგადად მსოფლიოში რა აპრობირებული მეთოდები არსებობს და რა არის ყველაზე ეფექტური მართვის მოდელი და ამავდროულად დგინდება მისი საბაზრო ფასი. რათა შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, როგორი მოდელი იქნება - იქნება ეს კერძო-სახელმწიფო ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი, სრულიად კერძო, იქნება ეს რეგიონალური თუ გაიყოფა რეგიონების მიხედვით. ჩვენ ივლისის ბოლოს გვექნება ეს ინფორმაცია, უკვე დასრულებული იქნება კვლევის პროცესი და ალბათ აგვისტოში ჩამოვყალიბდებით საბოლოო ფორმირებაზე, რა მოხდება. იმ შემთხვევაში თუ გასხვისდება მექანიზატორი, და ალბათ უფრო გასხვისდება, ჩვენ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულებას აუცილებლად დავუტოვებთ ნებისმიერს, ვინც იქნება მისი შემდეგი მფლობელი“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. მისი თქმით, ამ ეტაპზე საწარმოს საბალანსო ღირებულება 135 მილიონი ლარის ფარგლებშია. სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, საწარმოს პრივატიზების მთავარი მოტივი კერძო სექტორისთვის ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნაა. „მთავარია, ჩვენი პროგრამები, რომლებიც შესაძლოა იყოს მომავალში სახელმწიფოს მიერ ინიცირებული, იყოს სრულფასოვნად შესრულებული, არ შეფერხდეს სამუშაოები და პირიქით, უფრო მეტად განავითარონ პარკი, მას სჭირდება დამატებით კიდევ გარკვეული ინვესტიციები, ვინაიდან იგივე პროგრესით როგორც ვითარდება სოფლის მეურნეობა, ანალოგიური პროგრესით იქნება მოთხოვნა ტექნიკაზეც. პრივატიზების მოტივი არის ის, რომ ბიზნესი უნდა აკეთოს ბიზნესმა და არა სახელმწიფომ. სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს პოლიტიკა, შეუწყოს ხელი, შექმნას პირობები, შექმნას შესაბამისი გარემო და არა იყოს კონკურენტი. იმიტომ რომ ჩვენ რეალურად გამოვდივართ კონკურენტები იმ კერძო კონტრაქტორებისა, რომლებსაც მერე ვაკონტრაქტებთ. ეს არაა სწორი. ჩვენ არ უნდა ვიყოთ კონკურენტი, პირიქით, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ჯანსაღი კერძო სექტორის განვითარებას“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. ამასთან, როგორც „ექსპრესნიუსს“ შპს ,,მექანიზატორის“ დირექტორმა ზვიად ჩხაიძემ განუცხადა, პრივატიზება საწარმოს შესაძლებლობას მისცემს, სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცედურებისგან გათავისუფლდეს. „როდესაც მისი პრივატიზება მოხდება, გარკვეული ვალდებულებები დარჩება მას. თუ გაგრძელდება სახელმწიფო პროგრამები, მათში უნდა მიიღოს მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, ის ვინც იყიდის კომპანიას, სიამოვნებით ჩაერთვება, რადგან სახელმწიფო ყოველთვის ყველაზე კარგი პარტნიორია. „მექანიზატორმა“ ასე ვთქვათ, თავისი სახელი უკვე შექმნა, უკვე გარკვეული ბრენდია, შესაბამისად, მგონია რომ მან ამ ფორმით შეასრულა თავისი მისია და უმჯობესია, რომ ის გათავისუფლდეს, უფრო მობილური გახდეს, არ იყოს სახელმწიფოს ჩარჩოებში მოქცეული და იყოს კერძო. ბუნებრივია, არსებობს რაღაც ბიუროკრატიული პროცესები შესყიდვებთან, სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმატივებთან დაკავშირებით, რომელშიც კერძო სტრუქტურა შედარებით უფრო თავისუფალი, მობილურია და სწრაფად ახორციელებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს“, - განაცხადა ზვიად ჩხაიძემ. ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განმარტებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების პრივატიზების პროცესი უკვე დაწყებულია. „რამდენიმე მათგანი გაიყიდა, რამდენიმე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, ნაწილი გადაცემის პროცესშია. საბოლოო ჯამში ჩვენ ყველას გადავცემთ და ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომ პროექტების, ინვესტირების და სხვადახვა ურთიერთობების ფორმატში გათვალიწინებული იქნეს ამ საწარმოების გასხვისებაც, იქნება ეს ლიზინგი, გაქირავება თუ პრივატიზება“, - აღნიშნა დანელიამ. ცნობისთვის, შპს „მექანიზატორი“ 2010 წელს დაფუძნდა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია - სასოფლო სამეურნეო ტექნიკით მომსახურება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა ინფორმაციით უზრუნველყოფა, კონსულტაციების გაწევა და ტრენინგების ჩატარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში და ა.შ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)