|
2019-07-19 11:39:59, 1342 ნახვა
პოლიტიკა
IRI - პოლიტიკოსთა რეიტინგში დავით ბაქრაძე, კახა კალაძე და გრიგოლ ვაშაძე ლიდერობენ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსთა რეიტინგში დავით ბაქრაძე, კახა კალაძე და გრიგოლ ვაშაძე ლიდერობენ. უფრო კონკრეტულად, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის მიმართ დადებითი განწყობა გამოკითხულთა 59%-მა დააფიქსირა, უარყოფითი - 34%; თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ დადებითად გამოკითხულთა 49%-ია განწყობილი, უარყოფითად - 43%; „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის მიმართ დადებითი განწყობა გამოკითხულთა 48%-მა დააფიქსირა, უარყოფითი კი, 43%-მა. რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, მომდევნო ადგილებს იკავებენ: „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, დავით უსუფაშვილი; „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი; „სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი; შს მინისტრი გიორგი გახარია; პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე; პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი; „ახალი საქათველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე; „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი; „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი და სხვებიი ცნობისთვის, IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)