|
2019-07-18 14:41:57, 1097 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პროექტის „Global Forest Watch“ თანამშრომლობით საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი მომზადდა. ახალი ონლაინ პლატფორმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელდა. ატლასის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი საშუალებას იძლევა თანამედროვე მეთოდით უფრო ხელმისაწვდომი გახდეს გარემოსდაცვითი ინფორმაცია. „ატლასში გაერთიანებული საინფორმაციო მასალა და მონაცემები მუდმივად განახლდება. შესაბამისად, ატლასი ტყისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის და ანალიზის საშუალებას მოგვცემს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება დინამიკაში დააკვირდეს საქართველოში ტყის მდგომარეობას. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს აქვს ახალი სტრატეგიული მიდგომა ტყის დაცვისა და მართვის მიმართულებით. შემუშავდა ტყის ახალი კოდექსი, რომელიც პარლამენტში განხილვის ეტაპზეა. შემოდგომაზე ქვეყანას ექნება ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტყის რესურსის დაცვასა და მდგრად მართვას”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი წარმოადგენს ონლაინ მონიტორინგის პლატფორმას, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს აწვდის უნიკალურ ინფორმაციას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის მართვის, ტყის საფარის, ტყის ხანძრების, ხე-ტყის და წიაღის მოპოვების ლიცენზიების, გეოლოგიური რისკების, მეწყერების, დაცული ტერიტორიების, ტურისტული ბილიკებისა და სხვა მიმართულებების შესახებ. ონლაინ პლატფორმა მოიცავს, როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებულ, დამუშავებულ მონაცემებს და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს. ატლასის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (https://www.wri.org/) მხარდაჭერით.
(NS)
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)