04:46 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 16:30:53, 1720 ნახვა

პოლიტიკა
აქციის მონაწილე: ივანიშვილი შეშინებულია, რადგან ადამიანი, რომელიც შეშინებული არ არის, აქციაზე თავებს არ ითვლის

შეშინებულები არიან, რადგან ადამიანი, რომელიც შეშინებული არ არის, თავებს არ ითვლის საპროტესტო აქციებზე, - ასე გამოეხმაურა ანტოსაოკუპაციო აქციის „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნოდარ რუხაძე პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს.

მისი შეფასებით, ივანიშვილის განცხადებები უტიფარობაა.

„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებები არის მორიგი უტიფარი, თავის გამართლების მცდელობა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ეს ადამიანები საკუთარ ბრალეულობას, რა თქმა უნდა, არ აღიარებენ, თუმცა მაინც საკუთარი თავის დასამშვიდებლად უწევთ თითების შვერა ოპოზიციისკენ, თავების თვლა. ფაქტია, რომ ისინი შეშინებულები არიან, რადგან ის ადამიანი, რომელიც შეშინებული არ არის, თავებს არ ითვლის საპროტესტო აქციებზე. აქტია, რომ ჩვენ აქციებს ვაგრძელებთ, მანამ სანამ გიორგი გახარია არ დაისჯება, ეს ჩვენთვის არის პრინციპული საკითხი“, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics