04:45 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 12:40:50, 1297 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე, ევროპიდან და აშშ-დან კითხვა რომ ყოფილიყო, გახარიას გადადგომის საკითხი დადგებოდა

 „არც ვაშინგტონიდან და არც ევროპიდან არავის აქვს კითხვა 20 ივნისს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი

„20 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დამქაშები – „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, რომლებიც ასოცირდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პირველივე დღიდან დაჟინებით ითხოვდნენ, რომ უნდა გადადგეს გიორგი გახარია. ერთ-ერთი მოთხოვნა ეს ჰქონდათ. არც ვაშინგტონიდან, არც ევროპიდან, ვინც ნახა ეს კადრები, არავის კითხვა არ აღეძვრის ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. როდესაც მეორე დღესვე ითხოვენ ამას, აქ ყველაფერი იკვეთება. ძალა ლეგიტიმურად იყო გამოყენებული. არავის ამის მსგავსი კითხვა არ აქვს. შესაბამისად, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის. შევხვდი ევროპელებს, ელჩებს, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია, ის კადრები, რაც ნახეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე არავის კითხვა არ აღეძვრის. შესაბამისად, შს მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არაა“, - აღნიშნა ივანიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics