|
2019-07-16 17:27:39, 1696 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირეებში განაახლებს
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, დავით გარეჯთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს. პრემიერის მტკიცებით, შესაბამისი უწყებები აზერბაიჯანელ კოლეგებთან მუდმივ კონტაქტზე არიან. „კომისია უახლოეს კვირეებში განაახლებს მუშაობას და ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ანგარიში კომისიის შეხვედრის, მაგრამ მე აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ, შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჯიმში კონტაქტზე არიან თავის კოლეგებთან აზერბაიჯანში. ორი დღის უკან იყო სამწუხარო ინციდენტი, რომელიც ამოწურულია. მე კიდევ ერთხელ მსურს, ყველას მივმართო, ეს არის ძალიან ფაქიზი, მგრძნობიარე საკითხი ყველა ჩვენთაგანისთვის და მინდა ვთხოვო ყველას, მივცეთ საშუალება კომისიას და შესაბამის უწყებებს, რომ გააგრძელონ ფუნქციონირება შესაბამის რეჟიმში“, - განაცხადა ბახტაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)