|
2019-07-16 08:35:33, 1463 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ადრე აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა აყალბებენ კვლევებს
არჩევნების შემდეგ ორი თვეც არ გასულა და ჩვენ ვხედავთ, რომ კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს 35 %-ით აცდენილია. შესაბამისად, სერიოზული საუბარი შეუძლებელია ,- ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საველე სამუშაოებს ატარებს „სიარარსი", რეიტინგში ნაციონალური მოძრაობიხ წარმომადგენლები ლიდერობენ, ხოლო თუ საველე სამუშაოებს ატარებს „აიპიემი, ე.წ. ევროპული საქართველოს ანუ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლები გაიჭრებიან წინ. ,,ერთადერთი , რაც შეიძლება აღმოვაჩინოთ არის ის, რომ თუ საველე სამუშაოებს ატარებს „სიარარსი", მაშინ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ლიდერობენ, ხოლო თუ საველე სამუშაოებს ატარებს „აიპიემი" და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ე.წ. ევროპული საქართველოს ანუ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლები გაიჭრებიან რეიტინგში წინ. ეს არის განსხვავება. ადრე თუ ცდომილება 20-22 % იყო, ახლა არის 35 %. ერთადერთი რაც შეიძლევა დამატებით ითქვას არის ის, რომ ადრე აყალბებენ არჩევნებს, ახლა აყალბებენ კვლევებს. მე ვერ მოუწოდებ ასეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვას დაუკვეთოს საველე სამუშაო, მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში, როცა ვხედავთ რომ ხან 20% - ით, ხან 25% - ით, ხან 30% - ით და ამ შემთხვევავში 35% - ით სცდება საარჩევნო შედეგებს, ალბათ დაფიქრება ღირს და საზოგადოება თვითონ გააკეთებს დასკვნას",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)