05:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 15:00:43, 1991 ნახვა

რეგიონი
აჭარას შესაძლოა ევროპის სპორტის რეგიონის სტატუსი მიენიჭოს

ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაცია მზად არის აჭარის სპორტის რეგიონად აღიარების საკითხი განიხილოს, - ამის შესახებ მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე ითქვა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაციის გენერალური მდივანი ჰუგო ალონსო ესწრებოდნენ.

ჰუგო ალონსოს თქმით, აჭარას აქვს პოტენციალი, რომ მიიღოს ევროპის სპორტის რეგიონის წოდება. ასოციაცია მზად არის განიხილოს საკითხი და ბათუმის შემდეგ სპორტის რეგიონის სტატუსი აჭარას მიანიჭოს.

სპორტის პოლიტიკის, ინფრასტრუქტურის, პროგრამებისა და აქტივობების გათვალისწინებით, ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება 2018 წლის აპრილში მიენიჭა. ასოციაციის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი სპორტის, განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კუთხით ევროპაში საუკეთესო მაგალითია.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics