|
2019-07-15 13:18:42, 1733 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას რიგგარეშე სხდომაზე დააყენებს - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძე იმედოვნებს, რომ საქმის რეზონანსულობის გამო, ინიციატივა საჭირო 50 ხმას მოაგროვებს. „თითქმის ერთი თვე გავიდა, არაფერი კეთდება, პირიქით, ხელისუფლება ცდილობს, რომ კვლავ ჩაფარცხოს ეს დანაშაული და როგორც არაერთხელ მომხდარა, აჭიანურებენ გამოძიებას და როდესაც ხელისუფლება იწყებს არგუმენტებით, რომ „დაველოდოთ გამოძიებას“, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს ჩადენილი დანაშაული და ეს გამოძიება არასდროს იქნება ობიექტური. ამიტომ, უკვე ერთადერთი გამოსავალი დაგვრჩა ის, რომ მოვითხოვოთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)