|
2019-07-13 19:12:23, 2192 ნახვა
საზოგადოება
Tbilisi Classic Open Air - ღია ცის ქვეშ კლასიკური მუსიკის კონცერტები იწყება
თბილისის მერიის ორგანიზებით, იწყება პროექტი Tbilisi Classic Open Air, რომლის ფარგლებში, კლასიკური მუსიკის კონცერტები ქალაქის ღია სივრცეებში ჩატარდება. პროექტის პირველი კონცერტი 14 ივლისს, 18:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგება თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა. სოლისტები არიან ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო); ანა გილიგაშვილი (ფლეიტა) და მარიამ მამადაშვილი (ვიოლინო). ღონისძიებაზე შესრულდება მოცარტისა და ვივალდის ნაწარმოებები. 20:00 საათზე კი, კონცერტის მეორე განყოფილება დაიწყება, რომელიც პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა, რომელიც პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებს სოლისტ მევიოლინე კამილავონსიკ-იანიკთან ერთად. პოლონელი მუსიკოსები მსმენელს მონიუშკოს, გურეცკის, კილარისა და ვენიავსკის ნაწარმოებებს შესთავაზებენ. კონცერტს უდირიჟორებს ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი. ღონისძიების პარტნიორები არიან: პოლონური ინსტიტუტი თბილისში; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. საკონტაქტო პირი: ჯაბა სიხარულიძე 577 28 87 87
(NS)
გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტიდან 6 ბავშვია, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ოკუპირებული სევასტოპოლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
უკრაინამ ბაშკორტოსტანში მდებარე „გაზპრომის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)