|
2019-07-13 15:50:14, 2226 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს დედა უნდა ვაგინოთ
„დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, დედა ვაგინოთ ერთმანეთს“, - ამის შესახებ დედაქალქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა 20-21 ივნისის მოვლენების დროს კონკრეტულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა დაიწყეს მოწოდებები და შტურმი პარლამენტზე. „როცა აქცია არის დაგეგმილი, ხუთი დღით ადრე ხდება შეტყობინება დედაქალაქის მუნიციპალიტეტში და მერია გამოყოფს წარმომადგენლებს, აქვს კომუნიკაცია აქციის მონაწილეებთან. როდესაც დაშლა ხდება, წინასწარ ხდება გაფრთხილება. ამ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება, გამოხატოს მოსაზრება მშვიდობიანი ფორმით. რაც ხდებოდა და დაიწყო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მოწოდებები პარლამენტში შევარდნაზე, შტურმზე, იყო უმძიმესი. ჩემთვის ასევე მძიმე იყო ისიც, თუ როგორ განვითარდა მერე მოვლენები, ამდენი დაშავებული ადამიანი. რა დავარქვათ იმას, როდესაც ხდებოდა პოლიციელების პირდაპირ ცემა-ტყეპა. პოლიცია იდგა და ერთი ნაბიჯი არ იყო გადადგმული. ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებები. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, დედა ვაგინოთ ერთმანეთს“, - აღნიშნა კალაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)