|
2019-07-12 13:18:58, 1594 ნახვა
პოლიტიკა
სანიკიძე - გახარიას ფსიქიური გადახრები აქვს - ზნედაცემული და გათახსირებული კაცია
„შს მინისტრს, როგორც ჩანს, ფსიქიური გადახრები აქვს, არის გაბოროტებული, ლოგიკას არ ექვემდებარება“, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. სანიკიძე შს მინისტრის გიორგი გახარიას „ტვ პირველისთვის“ მიცემულ გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები არააადეკვატური იყო. „ჩვენ გუშინ ვიხილეთ შს მინისტრის კატასტროფული გამოსვლა. პრინციპში, აღიარებითი ჩვენება მისცა მან, ამიტომ უნდობლობა, რა თქმა უნდა, სტრუქტურების მიმართ ჩემი მხრიდან და საერთოდ ქართული საზოგადოების მხრიდან არსებობს. რეპრესიები დაწყებულია საქართველოში. უკვე ხუთი კაცია დაპატიმრებული აქციის მონაწილეები, ჩვენ უკვე პოლიტიკური პატიმრები გვყავს 20 ივნისთან დაკავშირებით. შს მინისტრს, როგორც ჩანს, ფსიქიური გადახრები აქვს, არის გაბოროტებული, ლოგიკას არ ექვემდებარება. გუშინ რაც მოვისმინე მე, მე თვითონ ვარ შეძრწუნებული, იმიტომ, რომ არაადეკვატურია შს მინისტრი და სასწრაფოდ არის ჩამოსაშორებელი, იმიტომ, რომ სახიფათო არის. ეს არის ზნედაცემული, გათახსირებული კაცი. ღირსეული მიმდევარი გათახსირებული ზნე დაცემული ბიძინა ივანიშვილის“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძე.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)