|
2019-07-12 12:07:01, 1360 ნახვა
პოლიტიკა
იმყოფებოდნენ თუ არა ელჩები დარბევის ღამეს პარლამენტში, საგარეო უწყება განმარტებას აკეთებს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩებთან ერთად იმყოფებოდა, ეხმაურება. როგორც კონსტანტინიდმა განმარტა, საგარეო სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიურ კომუნიკაციაში იყო, თუმცა მათი ფიზიკური მობილიზაცია არ გაუკეთებია. მისივე თქმით, დიპლომატიურმა კორპუსმა თავად გამოხატა ინტერესი და პარლამენტში მივიდა. „ამ პროცესში ინტენსიური კომუნიკაცია იყო ელჩებთან, დიპლომატიურ კორპუსთან. ჩვენი უწყების, ისევე როგორც სხვა უწყებების. მაგრამ თუ თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ კომუნიკაციას, ფიზიკურ მობილიზაციას, ფიზიკური მობილიზაცია არ ყოფილა იმიტომ, რომ ამისი აუცილებლობა არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან რომ ჩვენ მოგვეწვია ეს ადამიანები ასეთი რაღაც არ ყოფილა, მაგრამ თვითონ თავისი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში. მათთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენს უწყებასაც და სხვა სახელმწიფო უწყებებსაც. მათ შორის ეთერიდანც ჩანდა, რომ იქ იყო გერმანიის ელჩი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ფიზიკურ მობილიზაციაზე საუბარი არ არის მაგრამ კომუნიკაცია დიპლომატიურ კორპუსთან მთლიანად ჰქონდა უწყებას. ვერ დაგიდასტურებთ ზუსტად ახლა რომელიც ელჩი იმყოფებოდა მაგრამ დიპკორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“, - განაცხადა კონსტანტინიდმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)