|
2019-07-12 11:47:37, 1237 ნახვა
პოლიტიკა
ხუხაშვილი: გახარიას ადამიანური სახე უნდა ეჩვენებინა, რომ გულწრფელად ნანობს, რაც მოხდა მოგერიების ფაზის შემდეგ
„ვიღაცა შეაქებს, ვიღაცა შეაგინებს. ჩვენ ისევ მონოლოგებით დიალოგის სამყაროში ვცხოვრობთ. მტერი იცინის და ემზადება“, - ამ სიტყვებით პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი შს მინისტრის გიორგი გახარია მიერ „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუს გამოემხაურა. როგორც ექსპერტი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, გახარია უნდა ეჩვენებინა ადამიანური სახე, რომ გულწრფელად ნანობს, რაც მოხდა 20 ივნისის მოვლენების დროს მოგერიების ფაზის შემდეგ. „მორალს და პათეტიკას თავი რომ გავანებოთ, რა იყო გახარიას მთავარი შეცდომა? მისი „ინტელექტუალური შტურმი“ განკუთვნილი იყო ე.წ. „ანტი-ნაცისთვის“, რომელიც ამის გარეშეც „უპრავებს“ ყველაფერს. ეს სეგმენტი ისედაც თანახმაა ნაცებისთვის სახელმწიფო გადატრიალების ჩადებაზე. რა უნდა გაეკეთებინა? უნდა ეჩვენებინა ადამიანური სახე, რომ ის გულწრფელად (არა ფორმალურად) ნანობს იმას, რაც მოხდა აუცილებელი მოგერიების ფაზის შემდეგ. დანარჩენი წყალია. ვიღაცა შეაქებს, ვიღაცა შეაგინებს. ჩვენ ისევ მონოლოგებით დიალოგის სამყაროში ვცხოვრობთ. მტერი იცინის და ემზადება“, - წერს ხუხაშვილი.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)