|
2019-07-11 22:05:28, 1960 ნახვა
სამართალი
გახარია - შეიძლება ეს იყო ჩემი შეცდომა, შეიძლება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე განკარგულება უფრო ადრე იყო გასაცემი
იყო სიტყვიერი განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. მინისტრმა იმ პროცედურასა და ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ვითარების დაძაბვის შემდეგ განხორციელდა. „როდესაც მსგავსი ღონისძიება ტარდება, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ტოვებს თავის ლოკაციას, იქმნება მინისტრის, მინისტრის მოადგილის და კურატორი მოადგილის სპეციალური ღონისძიების გეგმა, რომელშიც აღწერილია სტანდარტული და იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, კონკრეტული მიზნებით, რა საპროგნოზო მონაცემებიც არსებობს, ამ გეგმის კონკრეტული ნაბიჯები, რაც ჩემს მიერ იყო ხელმოწერილი, დაახლოებით 12-დან 01:00 საათამდე. მასში დეტალური არის აღწერილი ყველა საპოლიციო ძალის მოქმედების გეგმა, ვინ, სად, როდის, რა ფუნქციებით, რა მოვალეობით რა სპეციალური საშუალებებით და რა მოქმედებებით. როდესაც პირველი შტურმი დაიწყო პარლამენტზე, პარლამენტის პერიმეტრს იცავდა საპატრულო პოლიცია, რის გამოც მოხდა გარღვევა პირველი ფლანგის და ორი შემთხვევა იყო აგრესიული თავდამსხმელების შეჭრის პარლამენტში. სწორედ ამის შემდგომ გავხდით იძულებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გადმოგვეწია წინ, უკვე ფარებით. ათი საათის შემდგომ გაიცა სიტყვიერი ბრძანება - არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება და ეს გრძელდებოდა დაახლოებით ორსაათნახევარი. მაშინ იყო განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. შეიძლება არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი პოლიციისგან გაეტაცათ 300-ზე მეტი ფარი და გაეტაცათ მასაში 30 პოლიციელი. შეიძლება განკარგულება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე. მაგრამ აგიხსნით რატომ, იმიტომ რომ ჩვენ “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)