12:09 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 18:50:28, 1803 ნახვა

საზოგადოება
ერნესტო ჩე-გევარა, ტორტები საჩხერეში, Граф Монте Кристо - გახარიას მხარდასაჭერად ვებგვერდი შეიქმნა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მხარდამჭერი საიტი შეიქმნა.

ვებგვერდის მისამართია - argadadge.ge. მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, ვხვდებით, რომ საიტის შემქმნელები ითხოვენ, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა არ დატოვოს. 

საიტის მთავარ გვერდზე, მომხმარებელს ასეთი ტექსტი ხვდება:

"მეგობრებო, მოქალაქეებს, რომლებსაც მიგვაჩნია რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას, გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია ხელმოწერით და ვანახოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას". 

გარდა ამისა, არის შექმნილი პეტიცია. პეტიციაზე ხელის მოწერა შეგიძლიათ ფეისბუქის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ პეტიციას ამ დროისთვის 5978 მოქალაქე აწერს ხელს. 

ვებგვერდზე მითითებულია ხელმომწერების სახელებიც, მათ შორის: უფაალო გაძლიერესაქართველო ამინ, შემოსავლიანი ინტერნეტ სერვისი, ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ემ.ბი.ჯი ჯგუფი, ნამცხვრები ტორტები საჩხერეში, კოლხურ იბერიული ორდენი, ერნესტო ჩე-გევარა, Граф Монте Кристо, ყველაფერი საუკეთესო, კოლხი კაცი, იყიდება იყიდება, ქარ თველი, არმაზ ზევსის ძე გარდაბნელი და სხვა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics