|
2019-07-11 15:39:23, 1215 ნახვა
პოლიტიკა
ეკატერინა ზაჰარიევა: საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს ემყარება
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ეკატერინა ზაჰარიევამ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირველ სესიაზე გამოსვლისას „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის წარმატებულობასა და ეფექტიანობაზე ისაუბრა. მისი თქმით, განვლილი 10 წლის განმავლობაში, პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, მათ მოქალაქეებს მიენიჭათ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირთან ამ ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა, ათასობით ახალგაზრდა განათლებას იღებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოხდა, მოქალაქეთა მენტალობის შეცვლაა „რადგან ამ ადამიანებს დღეს სწყურიათ დემოკრატია, უფლებები, სიტყვის თავისუფლება, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა" წარმატებული პროგრამაა" - განაცხადა ზაჰარიევამ. მისი აზრით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ისეთი სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების შექმნაა, რომელიც თავად მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებებს. „როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ისე პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის სპიკერი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი თავიანთ გამოსვლებში გამუდმებით საუბრობენ საქართველოს არჩევანზე. ისინი აცხადებენ: ჩვენი არჩევანი ევროპაა. და მართლაც, არავის შეუძლია განსაზღვროს არჩევანი შენი ხალხისთვის, იმისდა მიუხედავად, თუ ვინაა შენი მეზობელი, და რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ეს პოლიტიკა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის სამეზობლო პოლიტიკა, ეს არის ხალხის, მთავრობების მიერ გაკეთებული არჩევანი საკუთარ ქვეყნებთან დაკავშირებით, ეს არ არის პოლიტიკა წინააღმდეგ, არამედ ეს არის პოლიტიკა სასარგებლოდ, კერძოდ, კავშირ-ურთიერთობების, ხალხთა კონტაქტების სასარგებლოდ" - განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა. თემატურ სესიას „პარტნიორობის 10 წელი - პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე" მოდერაცია გაუწია ცნობილმა ჟურნალისტმა ნიკ გოუინგმა. მომხსენებლებს შორის იყვნენ პოლონეთის, შვედეთის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)