|
2019-07-11 14:34:12, 2113 ნახვა
პოლიტიკა
გავრილოვი: საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ უკვე აღარ არსებობს
"მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები დაგმეს, რომლებმაც დაუშვეს რადიკალების პროვოკაცია ასამბლეის სესიის დროს", - ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომლის ვიზიტსაც საქართველოში აქციების ტალღა მოჰყვა. როგორც გავრილოვმა აღნიშნა, რუსეთს და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში შემავალი სხვა ქვეყნების დელეგაციებს საქართველოს მხრიდან ბოდიში ამ დრომდე არ მიუღიათ. "ასამბლეაში შემავალმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში რადიკალების მიერ მოწყობილი პროვოკაცია დაგმონ. ასამბლეის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ სხვა დროს შეხვედრები მხოლოდ ისეთ ქვეყნებში ჩაატარონ, სადაც დელეგატების უსაფრთხოება დაული იქნება, ხოლო ერთ-ერთ ასეთ ქვეყნად რუსეთი მიაჩნიათ", - განაცხადა რუსმა დეპუტატმა. გავრილოვმა ასევე აღშფოთება გამოხატა „საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობით“ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო დელეგაციების წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციის დროს. მისივე თქმით, „საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ უკვე აღარ არსებობს, ის არის სათამაშო გარედან მანიპულაციისთვის“. გარდა ამისა, გავრილოვის მტკიცებით, ასამბლეის წევრი სახელმწიფოების ელჩებიც იმყოფებოდნენ თბილისში და საქართველოს ხელისუფლებისგან მათი დელეგაციების მიმართ უსაფრთხოების ზომების მიღებას მოითხოვდნენ. „ისინი ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ არანაირი ზომები მიღებული არ ყოფილა“, - დასძინა რუსმა პოლიტიკოსმა. გავრილოვის შეფასებით, პროვოკატორები ანტირუსული ლოზუნგებით მართლმადიდებლური ღირებულებების დისკრედიტაციას ცდილობდნენ და ამით, ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა სურდათ. "ისინი ცდილობდნენ მოესპოთ ქვეყნის ცივილიზებული განვითარება", - განაცხადა გავრილოვმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)