|
2019-07-11 11:59:56, 1264 ნახვა
პოლიტიკა
ტუსკი: სოლიდარობა გჭირდებათ ქვეყნის შიგნითაც - დემოკრატია განვითარებისთვისაა და არა სამოქალაქო დაპირისპირებებისთვის
„რა თქმა უნდა, სოლიდარობის იმედი უნდა გქონდეთ, მაგრამ სოლიდარობა გჭირდებათ ქვეყნის შიგნითაც - დემოკრატია არის განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირებები წარმოქმნას“, - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ტუსკმა აღნიშნა, რომ 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება საქართველოში დემოკრატიული პროცესის პროგრესს შეუწყობს ხელს. „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები სრული პროპორციული სისტემით ჩაატაროს, ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული სივრცის განვითარებას, მის პროგრესს და იმედი მაქვს, რომ ყველა თავდადებულად იმუშავებს მის გაღრმავებაზე. ბათუმის კონფერენციაზე მე ვილაპარაკე საქართველოს ერთიანობის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ. ბრიუსელში ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ, რა თქმა უნდა, იმედი უნდა გქონდეთ სოლიდარობის, მაგრამ, მეორეს მხრივ, სოლიდარობა გჭირდებათ თვითონ ქვეყნის შიგნითაც,- დემოკრატია არის განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები წარმოქმნას“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)