02:22 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 11:37:52, 1363 ნახვა

პოლიტიკა
ტუსკი: საქართველოში ფრენების შეწყვეტის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილება უსამართლოა

რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში შეწყვიტოს ფრენები არის ერთი მხრივ, დისპროპორციული, უსამართლო და არაფრით არ არის გამართლებული, - ამის შესახებ  ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ განაცხადა.

ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სოლიდარულია საქართველოს მიმართ და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას.

„რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში შეწყვიტოს ფრენები არის ერთი მხრივ, დისპროპორციული, უსამართლო და არაფრით არ არის გამართლებული. ამ შემთხვევაში ევროკავშირი სოლიდარულია საქართველოს მიმართ და მთლიანად ვადასტურებთ, საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას. ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, საქართველომ არაერთხელ აჩვენა თავისი თავდადება დემოკრატიული რეფორმებისა და  კანონის უზენაესობის დამყარების მიმართ. ეს ყველაფერი საკმაოდ მტკიცე გადაწყვეტილებების საფუძველზე გრძელდება“, – განაცხადა ტუსკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics