01:14 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 11:13:36, 1032 ნახვა

პოლიტიკა
რიჟვაძე: ვმასპინძლობთ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ნათელი დემონსტრირება

ბათუმში ევროპის საბჭოს პრეზიდენტი იმყოფება. დონალდ ტუსკს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.

„ვმასპინძლობთ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას. ბათუმის აეროპორტში მივიღეთ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ბატონი დონალდ ტუსკი. ღონისძიების ფარგლებში, ბათუმს სტუმრობს რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ კონფერენციის  მნიშვნელობას. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ურყევი არჩევანი, ევროპული მისწრაფებების კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება" – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

11-12 ივლისს ბათუმი  უპრეცედენტოდ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები" მასპინძლობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავს ეძღვნება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics