12:09 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 19:53:03, 1342 ნახვა

საზოგადოება
ურეკში, ზღვაში უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიხრჩო

ურეკში, ზღვაში უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიხრჩო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი  მამაკაცი სანაპიროზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის მოულოდნელად გაუჩინარდა. მაშველებს გარდაცვლილის მეუღლემ დაურეკა.

მყვინთავებმა მამაკაცის პოვნა ვერ შეძლეს. მისი სხეული მოგვიანებით შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში წყალმა გამორიყა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics