12:29 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 14:52:18, 1209 ნახვა

საზოგადოება
თბილისის 50-ზე მეტ საბავშვო ბაღში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 50-ზე მეტ ბაგა-ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. რიგ ბაღებში იცვლება გზის საფარი, მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, დაზიანებული სათამაშო მოედნების აღდგენა-განახლება, ახალი სპორტული და სათამაშო მოედნების მშენებლობა, სახურავების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა.

მიმდინარე პროექტებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. მისი თქმით, ბაღების ინფრასტრუქტურა მუდმივ განახლებას საჭიროებს და სააგენტოს ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული ამ პროექტების დასაფინანსებლად.

„საკმაოდ დატვირთული ზაფხული გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ახალი მშენებლობების პარალელურად, ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ მოქმედი ბაღების სარემონტო სამუშაოებს, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად. 50-მდე ბაღში ეზოს ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ, რაც მოიცავს სათამაშო მოედნების მოწყობას, ატრაქციონების მონტაჟს, საპარკო ინვენტარის დამატებას, საჩრდილობლების და ქვიშის მანეჟების მოწყობას, დაზიანებული კაუჩუკის საფარის შეცვლასა და პანდუსების მშენებლობას. ამავდროულად, 13 საბავშვო ბაღში იცვლება სახურავები. ხოლო მასშტაბური რემონტი ჩაუტარდება თბილისის N11, N12 და N197 ბაგა-ბაღებს,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, სარემონტო სამუშაოების გარდა, სააგენტოს დაფინანსებით, 9 საბავშვო ბაღის გამაგრება-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics