|
2019-07-10 13:52:06, 1442 ნახვა
პოლიტიკა
პუტინის პრესმდივანი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას ნაადრევად მიიჩნევს
კრემლში დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა ადრე თუ გვიან აღდგება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" იუწყება. ამასთან, პესკოვის თქმით, ავიაფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან მისივე შეფასებით, საქართველოში რუსი ტურისტებისთვის ვიზიტი "უსაფრთხო ჯერ არ არის". "რა თქმა უნდა პირდაპირი ავიაფრენებისმიმოსვლის აღდგენას არ გამოვრციხავთ, იმედი გვაქვს, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება. თუმცა ამ ეტაპზე, როდესაც საქართველოში ასეთი რუსოფობიური განწყობებია, რომელსაც ექსტრემისტული ელფერი დაჰკრავს, ჩვენი ტურისტებისთვის იქ ჩასვლა უსაფრთხო არ არის", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა. მისივე განცხადებით, ავიაფრენების აკრძალვა იძულებითი ნაბიჯი იყო. "ვახორციელებთ მონიტორინგს, და როგორც ვნახავთ, რომ დაძაბულობა მოიხსნა, ანალიზის და მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჯერ საუბარი ნაადრევია", - აღნიშნა პესკოვმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)