04:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 12:13:42, 807 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე: ეს უნივერსიტეტი ბათუმს გადააქცევს განათლების საერთაშორისო და რეგიონალურ ჰაბად

 „უნივერსიტეტის მშენებლობა ბათუმში,  ამ ქალაქს გადააქცევს საერთაშორისო და რეგიონალურ ჰაბად განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით. 

რამდენიმე თვის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკება პროექტის განხორციელებაზე და შევთანხმდით, რომ 3 წლის შიგნით ბათუმს უნდა ქონდეს ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი. აქ გვეყოლება ძალიან ბევრი საერთაშორისო სტუდენტი, გვეყოლება ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც შეძლებს მოიტანოს ახალი  სიცოცხლე და ახალი დინამიკა ამ ქალაქში, რეგიონში. ეს იქნება გამორჩეული პროექტი. პრაქტიკულად, ერთ სივრცეში განთავსებული მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ხარისხიანი განათლების ადგილზე მისაღებად. არის როგორც სპორტული ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და ყველა თანამედროვე საჭირო სივრცე, რომელიც მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებისთვის და განათლებისთვის", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ პრეზენტაციაზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ახალგაზრდობა და განათლება მოქმედი ხელისუფლების  გაცხადებული პრიორიტეტია.

„მიგვაჩნია, რომ სწორედ განათლებული ახალგაზრდებით, განვითარებული ადამიანური კაპიტალით შესაძლებელია ყველა გამოწვევის ღირსეულად დაძლევა. განსაკუთრებით, ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას თუნდაც, საერთაშორისო ასპარეზზე აქვს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics