|
2019-07-09 14:34:33, 1219 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას
„მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზურაბიშვილის ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან რუსეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს მათი კეთილდღეობისთვის. „პარადოქსი იქნება თუ მეზობელი ქვეყანა მისივე დახასიათებით, „რადიკალური“ ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს. აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში, მე თქვენი პრეზიდენტიც ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება. მივმართავ ჩვენს სტუმრებს, საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისთვის ყველაზე დაძაბულ პერიოდშიც კი არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს თუ უცხოელ სტუმრებს. ეს ასე გაგრძელდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)