|
2019-07-09 13:59:47, 1130 ნახვა
პოლიტიკა
„თუ ვინმეს სურს კონკრეტულ საკითხებზე დიალოგი, მზად ვართ“ - ოხანაშვილი ვასაძეს ეხმაურება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ძალადობრივი და ჰომოფბოური ჯგუფის მოთხოვნებს ემხაურება. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საპარლემენტო უმრავლესობა კონსულტაციებისთვის მზადაა. თუმცა, მისივე განმარტებით, რომ რაღაც კანონი უნდა გაუქმდეს, სწორი მიდგომა არაა. „ერთის მხრივ მესმის გარკვეული ადამიანების პოზიციები, თუკი მათ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ განსხვავებული პოზიცია. თუმცა, ჩვენი ყველას ამოცანაა დავიცვათ ნებისმიერი ჯგუფი იმისგან, რომ არ გახდნენ მსხვერპლი კონკრეტული პირების ქმედებებისა. შესაბამისად, თუ ვინმეს რაიმე საკითხის განხილვა სურს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თუმცა ამ ფორმით საუბარი, რომ რაღაც კანონი უნდა გაუქმდეს და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, ეს არ არის სწორი მიდგომა. ეს არ შეუწყობს ხელს დიალოგს და არ შეუწყობს ნებისმიერ საკითხზე სხვა ადამიანებთან მსჯელობას ხელს. აქედან გამომდინარე, თუკი ვინმეს სურს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები და დიალოგი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. რაც შეეხება, არჩილ თალაკვაძეს, არ მგონია რამე პრობლემას ხედავდეს ვინმესთან შეხვედრაში. შესაბამისად, ეს საკითხი არის კონკრეტულად მისი გადასაწყვეტი და ამასთან დაკავშირებით, ის თვითონაც გასცემს ამაზე მედიას პასუხს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ვასაძემ გუშინ, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებისა და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრს მოითხოვა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)