23:55 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 13:19:12, 1101 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაზე: ვისთან შედგება თანამშრომლობა და ვისთან არა, მომავალი გვიჩვენებს

ვისთან შედგება თანამშრომლობა და ვისთან არა, მომავალი გვიჩვენებს, - ამ სიტყვებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება დაანონსა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორი სპექტრი ჩამოყალიბდება საკანონმდებლო ორგანოში.

„პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა, ამას გვიჩვენებს ის სპექტრი, რომელიც ჩამოყალიბდება საქართველოს პარლამენტში, დიდი ალბათობით, პროპორციული საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, ნულოვანი ბარიერიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობის ფორმირება, ვისთან შედგება შესაბამისი თანამშრომლობა, ვისთან არა, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს“,  - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობას აფუძნებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics