|
2019-07-09 12:32:03, 1216 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაზე: ნებისმიერ ჯგუფს, რომელსაც პროდასავლური კურსი აქვს, მივესალმები
ნებისმიერ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ მოძრაობასა თუ ჯგუფს, რომელსაც პროდასავლური კურსი აქვს, მხოლოდ მივესალმები, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია „თიბისი ბანკის“ დამფუძნელ მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება დაანონსა. როგორც ბოკერიამ განმარტაა, მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისთანაც იდეოლოგიური თანხვედრა ექნება. „არ ვარ პოლიტიკური მიმომხილველი, ნებისმიერ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ მოძრაობასა თუ ჯგუფს, რომელიც ფუნდამენტურად დგას თავისუფალი სამყაროს, პროდასავლური კურსისა და ქვეყნის შიგნით პერსონალური თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებებზე, მხოლოდ მივესალმები. მაქვს ღრმა რწმენა, რომ ჩვენი გუნდი – „ევროპული საქართველო“ და ჩვენი პარტნიორები, „თავისუფალი დემოკრატები“ ვართ გუნდი, ვისაც შეუძლია, ივანიშვილის შეცვლის შემდეგ ქვეყანა წინ წაიყვანოს. თუმცა, ყველა პოლიტიკურ ძალას, პატარას თუ დიდს, ძველსა თუ ახალს, რომლებსაც ჩვენი ღირებულებები აქვთ, მივესალმებით და განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორებად“, - განაცხადა გიგია ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)