02:56 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 18:17:23, 1522 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას უზრუნველვყოფთ

„მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ტურისტული ბიზნესის ყველაზე უფრო მოწყვლადი სეგმენტის - მცირე სასტუმროებისთვის  საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსებას უზრუნველვყოფთ, ასევე  დაიგეგმა, რომ  საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭოს ტურიზმის ინდუსტრიას და სასტუმრო ბიზნესს, რათა განვითარებისა და გაფართოების ახალი პროექტები არ გაჩერდეს", - ეს განცხადება მედიის წარმომადგენლებთან ნათია თურნავამ ბიზნესასოციაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა.

„დღეს ბიზნესასოციაციაში ვიმსჯელეთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმასაც აპირებს ხელისუფლება ტურიზმის ბიზნესისთვის იმ შესაძლო ზიანის შესამსუბუქებლად, რაც  დაუდგება რუსეთის გადაწყვეტილების გამო.  შევისწავლეთ, რა გასაჭირი უდგათ მცირე  სასტუმროებს, რადგან ეს არის ყველაზე უფრო მოწყვლადი სეგმენტი, რომელიც დარტყმის ქვეშ დგება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა მათი საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებაში, რადგან მთავარი პრობლემა, რაც მესმოდა სექტორთან გამართული  შეხვედრების დროს, არის სესხის, ასე ვთქვათ, ტვირთი და ჩვენ ბიზნესს ამ ტვირთის შემსუბუქებაში დავეხმარებით“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე განცხადებით, მიღებულია მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭოს ტურიზმის ინდუსტრიას და სასტუმრო ბიზნესს, რათა განვითარებისა და გაფართოების ახალი პროექტები არ გაჩერდეს.

„ჩვენ ამ რესურსს მოვახმართ თანაუზრუნველყოფას, როდესაც ბანკი განიხილავს და გასცემს სესხს ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის ან არსებული ტურისტული ბიზნესის გაფართოებისთვის" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ამ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით არსებულ ტურისტულ ბიზნესს, მცირე სასტუმროებს მთავრობა უმსუბუქებს ფინანსურ კრიზისს, ასევე ძალიან კარგ პერსპექტივას აძლევს სამომავლო განვითარებისთვის .

„გარდა ამისა, ძალიან აგრესიული, მარკეტინგული სტრატეგია გვექნება ქვეყნის უსაფრთხო იმიჯის განმტკიცებისთვის, რადგან ეს არის ძალიან დიდი მოთხოვნა და ამასთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ტრადიციული ბაზრების შესანარჩუნებლად", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics