|
2019-07-08 16:40:08, 1172 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - გაბუნიას ფრაზები ქართველი ხალხის მიმართ არსებული აგრესიაა
მამუკა ბახტაძე - ეს არ იყო რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები, ეს არის წლების განმავლობაში ქართველი ხალხის მიმართ არსებული აგრესია "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ბელადის მხრიდან ეს არ იყო ცალკე აღებული რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები; ეს არის წლების განმავლობაში ქართველი ხალხის მიმართ არსებული აგრესია, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ბელადის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ შეფასებებს. მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი რამ პირველად არ მომხდარა. „ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, იყო სრულიად ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანია საქართველოში დესტაბილიზაცია და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანება. ეს არავის არ გამოუვა. მსგავსი სცენარები საქართველოში არ მოხდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი მხრიდან, მათ შორის სახელწიფო უწყებებისგან გაკეთდა განცხადებები, რომელიც ასეთ დროს უნდა გაკეთებულიყო. აქ შეფასება ერთმნიშვნელოვანია. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, რა ამოძრავებს ამ დესტრუქციულ ძალას. მათ ამოძრავებთ ის, რომ დააზიანონ ქართული სახელმწიფოებრიობა და პრობლემები შეუქმნან ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)