|
2019-07-08 13:28:55, 1294 ნახვა
პოლიტიკა
თინა კანდელაკი: „რუსთავი 2“-ის წამყვანმა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა
რუსეთში მოღვაწე წამყვანი თინა კანდელაკი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ეთერს ეხმაურება. "გადაცემის დასაწყისში წამყვანი ბინძურად და ქუჩურ დონეზე აყენებდა შეურაცხყოფას ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, ისე, როგორც ამას აკეთებენ რადიკალები, რომლებიც საქართველოში ყველაზე სასტიკი დანაშაულების უკან დგანან", - წერს კანდელაკი "ტელეგრამ-არხის" საკუთარ გვერდზე. კანდელაკმა საქართველოს ხელისუფლებას და "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობას მოუწოდა ბოდიში მოიხადონ. „ეს იქნება სახის შენარჩუნების ერთადერთი გზა იმ ქვეყანაში, სადაც მსგავსი ტიპის ეთერი შესაძლებელია“, - წერს კანდელაკი. წამყვანის თქმით, "რუსთავი 2“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ბენეფიციარია“. მან სააკაშვილს „არამზადა ნაძირალა და კრიმინალი" უწოდა. კანდელაკის შეფასებით, სააკაშვილის ნაირი ადამიანები "სასაკლაოს მიზეზები ხდებიან, რომლის შემდეგაც არაფერი რჩება ნანგრევების გარდა".
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)