|
2019-07-08 02:12:14, 1544 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე საგარეო უწყებას - თქვენ ვინ გეკითხებთ კონკრეტულად ეს ჟურნალისტი როგორ მოიქცევა
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და დეპუტატი სერგი კაპანაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული განცხადების გამო აკრიტიკებს რომელიც უწყეამ "რუსთავი2" -ს ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიუძღვნა. "მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები." აი, ეს პასაჟი რას ნიშნავს? ანუ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო თხოვს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და ეუთოს და ევროსაბჭოს და სხვა ორგანიზაციებს, რომ შეაფასოს კერძო არხის სარედაქციო გადაცემის წამყვანის უხამსი განცხადება? რა მიზნით? ქვეყნის ინტერესებში ეს როგორ შედის? რა შეფასებას ელით? სიტყვის თავისუფლებაზე გსმენიათ რამე საერთოდ? თქვენ ვინ გეკითხებთ "კონკრეტულად ეს ჟურნალისტი" როგორ მოიქცევა? ეს რა სტანდარტია? აწი, ყველა ანტი-რუსულ განცხადებაზე მისცემთ ხოლმე რეაქციას? ვასიკო ოდიშვილმა რომ აგინა პუტინს, მასაც შეაფასებთ? - დაწერა სერგი კაპანაძემ.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)