|
2019-07-07 20:46:46, 1601 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ვასაძე - იქნება ცემა-ტყეპა და სისხლისღვრა, პოლიციის კორდონი თუ იქნება გავარღვიოთ
ე.წ. პრაიდის თარიღი გაცხადებულია და რა თქმა უნდა, ეს პრაიდი არ შედგება, – ამის შესახებ ძალადორივი ჯგუფის ლიდერმა ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ხვალ 10:00 საათზე ვერის ბაღში შეიკრიბებიან, რათა წესრიგი დაამყარონ და „თბილისი პრაიდი“ არ გაიმართოს. „ზუსტი დრო და ადგილი ამ სიბილწის, პროპაგანდის, ჩვენი შვილების გარყვნის მცდელობისა ან ჩვენი უძველესი ტრადიციული ქრისტიანული კულტურის შეურაცხყოფის მცდელობისა ჩვენ არ ვიცით. დილას შევიკრიბებით რამდენიმე ათასი ადამიანი, ჯგუფები დაძრულია მთიულეთიდან, ხევიდან, სვანეთიდან, დასავლეთ საქართველოდან, უამრავი ხალხი მოდის თბილისიდან და დაველოდებით ადგილსა და დროს. მინდა, შევახსენო ყველა ჩვენს მომხრეს, ვინც ვერის ბაღში მოვიდა 16 ივნისს, ჩვენი სამოქმედო გეგმა. იქ არ მივდივართ არაფრისთვის, გარდა წესრიგის დამყარებისა. ჩვენ გარდა უამრავი ხალხი მოვა. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ იქნება ცემა-ტყეპა და სისხლისღვრა, ჩვენი ამოცანაა – პოლიციის კორდონი თუ იქნება, გავარღვიოთ და გარყვნილების პროპაგანდისტები იქიდან გავათრიოთ. ვისაც არ გეზარებათ და არ დაგავიწყდებათ, თან იქონიეთ ხელზე შებმული თეთრი ცხვირსახოცები და ასევე ხელზე შებმული ქამრები, რათა ამოვიცნოთ ერთმანეთი და ამ ქამრების მეშვეობით შევძლოთ, გავათრიოთ ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფები. - აცხადებს ლევან ვასაძე ვიდეო მიმართვაში. :ექსპრესნიუსი" ემიჯნება ჰომოფობიურ და ქსენეფობიურ განცხადებებს.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)