03:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 13:19:57, 1369 ნახვა

რეგიონი
ბათუმში სტომატოლოგთა ასოციაციის მეთხუთმეტე საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს

ბათუმში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მეთხუთმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს.

კონგრესი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

დელეგატებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კონგრესის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე.

კონგრესი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისა და სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით ტარდება. კონგრესი, „ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ - ამ სახელწოდებით იმართება და მისი მიზანია ქალთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ეკონომიკური გაძლიერება. კონგრესის მნიშვნელოვანი ნაწილი პირის ღრუს ჯანმრთელობას უკავშირდება - ქალთა ჯანმრთელობის ჭრილში. საკითხის აქტუალობას მოწმობს მუდმივად განახლებადი გაიდლაინები და კვლვები ბავშვთა პირის ღრუს ჯანმრთელობის, ორსულთა მომსახურებისა და დედათა ჯანმრთელობის საკითხებზე. კონგრესის ფარგლებში ბათუმს სტუმრობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლები და სხვადასხვა პროფილის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, დელეგატები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბელგიიდან, ჰონგ კოგიდან, ინგლისიდან, პოლონეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის კონგრესი ყველაზე მასშტაბური სტომატოლოგიური ღონისძიებაა რეგიონში. კონფერენციის პარალელურად იმართება სტომატოლოგიური მასალების, ინსტუმენტების და დანადგარების გამოფენა-გაყიდვა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics