|
2019-07-05 12:51:51, 1194 ნახვა
პოლიტიკა
ბატიაშვილი: თანამდებობის დატოვების შესახებ მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტი მიხეილ ბატიაშვილი მისი პირველი მოადგილის, მიხეილ გიორგაძის გადადგომის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გიორგაძე გუნდის წევრად რჩება. „მიშა გიორგაძემ დატოვა პირველი მოადგილის პოსტი და პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად და დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს კერძო სექტორში, წარმატებებს ვუსურვებ მას! რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, - მე ვფიქრობ, რომ საჭიროა რეფორმები, ახალი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა, პრობლემების პროაქტიული გადაწყვეტა. ეს ყველაფერი მოითხოვს ახლებურ მიდგომებს და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)