21:45 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 10:58:52, 1233 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები: მელიას წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, ანტიდემოკრატიის „საუკეთესო“ მაგალითია

17 ოპოზიციური პარტია ენმ-ის  წევრის, ნიკა მელიასთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით საპარლამენტო უფლებამოსილების აკრძალვის და ფაქტობრივი შინაპატიმრობის დაწესების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსენებული გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და  ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების რღვევას  უწყობს ხელს.

„ქართული ოცნებისგან“ კონტროლირებადი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს მიერ ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად შინაპატიმრობის დაწესებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და წარმოადგენს ანტიდემოკრატიული მმართველობის გამოცდილების „საუკეთესო“ მაგალითს.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება აეკრძალა. ეს შეზღუდვა მის საპარლამენტო საქმიანობასაც შეეხო. დეპუტატზე ელექტრონული მონიტორინგის დაწესება დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნებში უპრეცედენტოა.

საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა. აშკარაა, ეს ნაბიჯი ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიის ლიდერის საპარლამენტო, პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევადი რღვევის პროცესს“,

განცხადებას ხელს აწერენ პარტიები: „ახალი მემარჯვენეები“; „ახალი საქართველო“; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“; „გამარჯვებული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“; „ევროპული დემოკრატები“; „ევროპული საქართველო“; „ემსახურე საქართველოს“; „თავისუფალი დემოკრატები“; „კანონი და სამართალი“; „ლეიბორისტული პარტია“; „რესპუბლიკური პარტია“; „სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის“; „სახელმწიფო ხალხისთვის“; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“; „ქრისტიან-კონსერვატორები“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics