16:57 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 12:06:22, 875 ნახვა

საზოგადოება
„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღებისთვის ბრალდებულებს 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულები  ა.ლ., გ.ხ. და ნ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 19 აპრილს ნ.ჯ., ა.ლ.,  და გ.ხ. ქ. თბილისში, ვარკეთილი3-ს მე-3 მიკრორაიონში მდებარე სს „ლიბერთი ბანკი"-ის ფილიალში ჯგუფურად, იარაღის მაგვარი საგნითა და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით თავს დაესხნენ ბანკის თანამშრომლებს და  სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოლარე ოპერატორებს სს „ლიბერთი ბანკი"-ს  კუთვნილი 2,045 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 2019 წლის 19 აპრილს დააკავეს, გ.ხ. და ნ.ჯ. ქ.თბილისში, ხოლო  ა.ლ. ქ.ქუთაისში. მათ  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ლ., ნ.ჯ. და გ.ხ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics